30-11-2023
VIV MEA 2023 - ინვეტ ჯგუფი საერთაშორისო გამოფენაზე
ინვეტ ჯგუფი მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და აკვაკულტურის მიმართულების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში "VIV MEA 2023" მონაწილეობდა.
გამოფენა 20-22 ნოემბერს არაბეთის გაერთიანებული საემიროს დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყვნენ 500-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები და 8 000-ზე მეტი ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან.