კომპანიის შესახებ

კომპანია ინვეტი ვეტერინარიის დარგში მოღვაწე  ლიდერი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წელს ითვლის.

 

კომპანიის მოღვაწეობა იწყება 2001 წლიდან, როდესაც დაარსდა  მეცხოველეობის მომსახურეობის ცენტრი. დაარსების დღიდან კომპანია ექსკლუზიურად ახდენს უახლესი ევროპული სტანდარტის ვეტერინარული პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანიამ სწრაფად მოიპოვა უპირატესობა  ბაზარზე  მაღალი დონის ვეტერინარული მომსაურების მიწოდებით, ინოვაციური მიდგომებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და სულ რაღაც 3 წელიწადში შესძლო 3 სერვის ცენტრის გახსნა და სადისტრიბუციო ქსელის შექმნა.

 

2005 წლიდან კომპანია „ინვეტი“ პარტნიორობას იწყებს ფარმაცევტულ კომპანიასთან „დავათი“.  შედეგად  ბაზარზე ჩნდება ადგილობრივი წარმოების ახალი პროდუქტი – ვეტერინარული პრეპარატები. „ინვეტი“–სა და „დავათი“–ს მიერ წარმოებული პროდუქცია დამზადებულია ჰოლანდიურ ნედლეულზე, რის გამოც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით. ამჟამად შემუშავებულია და წარმოებულია 50–ზე მეტი დასახელების ვეტეირნარული მედიკამენტი, რომელიც მოთხოვნადია არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ წარმატებით გადის ექსპორტზეც.

 

2006–2010 წლებში იზრდება ევროპელ პარტნიორთა რიცხვი და „ინვეტი“ ხდება არაერთი  წამყვანი საერთშორისო ვეტერინარული კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. მათ რიგებს განეკუთვნება:  CEVA (საფრანგეთი), Interchemie (ჰოლანდია), Biochek (ჰოლანდია), Biomin (ავსტრია), Hipra (ესპანეთი)და სხვა.

 

2010 წელს კომპანიამ მოახდინა რებრენდინგი და განახლებული სახელით, სანდო იმიჯითა და ძლიერი გუნდით წარსდგა მომხმარებლის წინაშე.

 

2014 წელს მოხდა კომპანიის საქმიანობის დივერსიფიცირება და ჩამოყალიბდა როგორც „ინვეტ ჯგუფი“, რომელიც აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

  1. „ინვეტ პროდუქტი“ (ვეტერინარული პროდუქცია);
  2. „ინვეტ სერვისი“ (ვეტერინარული მომსახურება/თანამედროვე ტექნოლოგიები);
  3. „ინვეტ ფიდი“ (კომბინირებული საკვებისა და საკვებდანამატების წარმოება);
  4. „ინვეტ ზოო“ (ზოო პროდუქცია და მომსახურება).

 

დღეისათვის კომპანია ფლობს 14 ფილიალს და 3 საწყობს საქართველოს რეგიონებში, სათაო ოფისს თბილისში და სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც ფარავს სრულიად საქართველოს.

 

„ინვეტი“ მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს: ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული, ვაქცინები, ვიტამინები, მინერალები, სადეზინფექციო  საშუალებები,   ცხოველთა და  ფრინველთა ბალანსირებული კვებას,  საკვებიდანამატებს  და  ზოოპროდუქციას.

 

2015 წლიდან კომპანია ფლობს ISO 9001-2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მართვის ეფექტურობას. ამავე პერიოდში „ინვეტი“ გაზრდილი გუნდით უზრუნველყოფს რა კადრებისთვის სასიამოვნო და კომფორტული სამუსაო გარემოს შექმნას. „ინვეტი“ თავის სფეროში ერთ–ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. იგი მუდმივად ზრუნავს როგორც კადრების განვითარებასა და წინსვლაზე, ასევე ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფაზე.

 

კომპანია აქტიურად სარგებლობს სახელმწიფოს თანადგომით და 2016 წლიდან იღებს ახალ მიმართულებას წარმოების დარგში. „აწარმოე საქართველოში“ პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოთა თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში კომპანიამ შექმნა ადგილობრივი წარმოება  ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების მაღალხარისხიანი სრულფასოვანი ბალანსირებული საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა, სადაც  წარმოება მიმდინარეობს HACCP–ის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად.

2019 წელს კომბინირებული საკვების საწარმოს დაემატა გრანულაციის ხაზი, რამაც განაპირობა საკვების ხარისხის გაუმჯობესება და ასორტიმენტის ზრდა. 


კომპანია ინვეტი წარმატებით იმკვიდრებს თავს საერთაშორისო ბაზარზე და 2017 წლიდან ახორციელებს კომპანია „დავათი“-ს მიერ წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს აზერბაიჯანში, ხოლო 2019 წლის დეკემბრიდან - „ინვეტი ფიდი“-ს მიერ წარმოებული კომბინირებული საკვების ექსპორტს სასომხეთში.

 

„ინვეტ ჯგუფი“, ბრენდის ცნობადობის გაზრდის, კონკურენტებისა და კოლეგების გაცნობისა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიზნით, მუდმივად მონაწილეობს მსოფლიოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო შემდეგ საერთაშორისო გამოფენებში: VIV MEA - გაიმართა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ აბუდაბიში; VIV POULTRY AFRICA 2022 - აფრიკაში, რუანდას დედაქალაქ კიგალში; „Agro Expo Uzbekistan 2022” - უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში; „Caspian Agro 2022” - აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში; ARMENIA EXPO 2021 - სომხეთის დედაქალაქ ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტული საკონცერტო კომპლექსში; INTERCHEMIE ვეტერინარული სემინარი ნიდერლანდებში და სხვა.

 

ამასთან, „ინვეტ ჯგუფი“, საქართველოში წამყვანი საერთაშორისო კონფერენციებისა და ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიაა, ვეტერინარიის მიმართულებით. ინვეტ ჯგუფმა საფუძველი ჩაუყარა კავკასიის რეგიონში სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას (International Poultry Industry Conference 2022, CEVA & BIOMIN INTERNATIONAL POULTRY MASTERCLASS, Ceva Poultry Seminar 2022…) კონფერენციების ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ ვეტერინარიის სფეროში მოღვაწე ისეთი ცნობილი და წამყვანი ქართული და უცხოური კომპანიები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Interchimie - ჰოლანდია, Ceva – საფრანგეთი, Biomin - ავსტრია, NOR-FEED SAS და Synthese Elevage - საფრანგეთი; Nagel Feed Ingredients - გერმანია; PB Nord, Avicola Teovera და AvitehPas - მოლდოვა; ПФ Тернопольская და Захид-Агромикс - უკრაინა; УП "МВСервис" და ვიტებსკის ვეტერინარული აკადემია - ბელორუსი; Wellrise - უზბეკეთი; ყაზახეთის რესპუბლიკის მეფრინველეობის ასოციაცია და სხვა.

 

კომპანია მუდმივად ვითარდება და ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება მომხმარებელს.