ბანიქსინ 50

Banixin 50 

Interchemie, ჰოლანდია

ანთების საწინააღმდეგო საინექციო ხსნარი

 

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ. შეიცავს

ფლუნიქსინი (ფლუნიქსინ მეგლუმინი) ......................................................................................................  50 მგ.

 

დახასიათება:

პრეპარატი წარმოადგენს არა-სტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და არა ნარკოტიკული (ანალგეზიური) ეფექტის მქონე საშუალებას.

 

ჩვენებები:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში: სასუნთქი გზების დაავადებასთან დაკავშირებული ცხელების კონტროლი, ენდოტოქსემიის დროს ანთების კონტროლი, როგორც ანტიმიკრობული თერაპიის დანამატი, ინფექციური რესპირატორული დაავადებისას მწვავე ანთების კლინიკური ნიშნების შემცირების მიზნით. ცხენებში: კუნთებისა და ხერხემლის დისფუნქციით გამოწვეული ანთებისას ტკივილის, ასევე კოლიკთან დაკავშირებული მუცლის ტკივილის წინააღმდეგ. ღორებში: როგორც დამხმარე თერაპიული საშუალება ღორის რესპირატორული დაავადების მკურნალობისას.

 

დოზირება და მიღების წესი:

ინტრამუსკულარული და ინტრავენული ინექცია. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ...........................................................2 მლ. 45კგ 

საჭიროების შემთხვევაში, გამეორება 24 საათში, 3 დღის განმავლობაში.

ცხენში საჭიროა გამეორება ერთხელ ან ორჯერ, კოლიკების დროს: ............................................................................. 1 მლ. 45 კგ

მხოლოდ ინტრავენურად. ხერხემლისა და კუნთების ტკივილის დროს ერთხელ დღეში, 5 დღის განმავლობაში, კლინიკური შედეგის მიხედვით.

ღორში: .......................................................................................................................................................... 2 მლ. 45კგ.

ინექცია მხოლოდ კუნთში.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: საქონელი 14 დღე;

ღორი: 24 დღე.

რძე: საქონელი 2 დღე.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-25◦C), ბნელ ადგილას.

 

შეფუთვა:

50 მლ მინის ფლაკონი.