გენტა 100

 

Genta100

Interchemie, ჰოლანდია

საინექციო ანტიბიოტიკი

 

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

გენტამიცინი......................................................... 100 მგ.

 

დახასიათება:

გენტამიცინი ბუნებრივი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომელიც ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით ძირითადად გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის ცილის სინთეზის დათრგუნვით.

 

ჩვენებები:

გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით, როგორიც არის E.coli, Klebsiella, Pasteurella და Salmonella spp.-ით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის და სასუნთქი გზების ინფექციები: ხბოში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, თხაში, ცხვარში და ღორში.

 

მიღების წესი და დოზირება:

განკუთვნილია კუნთში შეყვანისათვის.
საერთო დოზა:1 მლ ორჯერ დღეში 20-40კგ ცოცხალ წონაზე 3 დღის განმავლობაში.

 

უკუჩვენებები:

მომეტებული მგრძნობელობა სტრეპტომიცინის ჯგუფის მიმართ. უკუნაჩვენებია სხვა სტრეპტომიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენება, ეს აძლიერებს მათ ნეირო, ნეფრო და ოტო ტოქსიკურ მოქმედებას.

 

მოცდის პერიოდი:

სუბ-პროდუქტები: 45 დღე

ხორცი: 7 დღე

რძე:  3 დღე

 

შეფუთვა:

100 მლ შემცველობის ფლაკონი.

 

შენახვის პირობები:

ინახება ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 15-25˚C.