გლუკორტინი 20
Glucortin 20
Interchemie, ჰოლანდია
ანთების საწინააღმდეგო, სტეროიდული საინექციო საშუალება
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
დექსამეტაზონი............................................................................. 2მგ.
დახასიათება:
დექსამეტაზონი გლუკოკორტიკოსტეროიდია, ძლიერმოქმედი ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიშოკური და გლუკონეოროგენური მოქმედებით ხასიათდება.
ჩვენებები:
აცეტონემია, ალერგია, ართრიტი, ბურსიტი, შოკი და ტენდოვაგინიტი მსხვილ რქოსან საქონელში, ხბოში, თხაში, ცხვარში, ღორში, კატაში და ძაღლში.
მიღების წესი და დოზირება:
კუნთში ან ვენაში შეყვანისათვის.
მსხვილფეხა რქოსანი საქონელი: ....................................................................... 5.0-15.0 მლ.
ხბო, თხა, ცხვრი და ღორი: ................................................................................1.0-2.5 მლ.
ძაღლი: ........................................................................................................0.25-1.0 მლ.
კატა: ................................................................................................................ 0.25 მლ.
უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია მაკეობის ბოლო ტრიმესტრში, თუ არაა საჭირო აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის გამოწვევა, ღვიძლის და გულის ფუნქციის დარღვევისას, ძნელად შეხორცებადი ჭრილობებისას.
მოცდის პერიოდი:
ხორცი: 3 დღე
რძე: 1 დღე
შეფუთვა:
20 მლ და 50 მლ შემცველობის ფლაკონი.
შენახვის პირობები:
ბნელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე15-25°C.