კოლექსილ ორალი - 18097
კოლექსილი ორალი/COLEXIL ORAL
Interchemie, ჰოლანდია
ანტიბაქტერიული ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
პრეპარატი 1 მლ შეიცავს:
ქოლისტინის სულფატი ................................................................. 1200000 სე.
ენროფლოქსაცინი .......................................................................... 100 მგ.
დახასიათება:
ენროფლოქსაცინი არის სინთეზური ფართო სპექტრის ანტიმიკრობული ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ფტორქინოლინის ჯგუფს. ენროფლოქსაცინი აქტიურია გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების და მიკოპლაზმების წინააღმდეგ. იგი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და სწრაფად გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად. კოლისტინი არის ანტიბიოტიკი პოლიმიქსინების ჯგუ ფიდან, ბაქტერიოციდული მოქმედებით გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა E. coli, Haemophilus და Salmonella spp. პერორალურად შეყვანილი კოლისტინი თითქმის მთლიანად გამოიყოფა განავალში.
ჩვენებები:
კოლექსილ ორალი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი გზების და საშარდე გზების ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია კოლისტინისა და ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით ფრინველსა და ღორში.
დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.
ფრინველი: ...........1 ლიტრი 2000 ლიტრ სასმელ წყალზე 3 - 5 დღის განმავლობაში.
ღორი: .................... 1 ლიტრი 3000 ლიტრ სასმელ წყალზე 3 - 5 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა კოლისტინის და / ან ენროფლოქსაცინის მიმართ ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თირკმლის და ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის დროს.
მოცდის პერიოდი:
ხორცისა და სუბპროდუქტებისთვის: 9 დღე.
შეფუთვა:
1000 მლ. პოლიმერის ბოთლი.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას ოთახის ტემპარატურაზე.