ვიტოლ 450 - 18086
ვიტოლ 450 / VITOL 450
Interchemie, ჰოლანდია
საინექციო ვიტამინების კომპლექსი
შემადგენლობა:
პრეპარატის თითოეული მლ. შეიცავს:
A ვიტამინი, რეტინოლის პალმიტატი .................... 300 000 სე.
D3 ვიტამინი, ქოლეკალციფეროლი .......................100 000 სე.
E ვიტამინი, α-ტოკოფეროლის აცეტატი ............................50 მგ.
ჩვენებები:
ვიტოლი 450 არის A ვიტამინის, D3 ვიტამინისა და E ვიტამინის კარგად დაბალანსებული კომბინაცია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხენის, თხისა და ცხვრისათვის, პრეპარატი გამოიყენება A ვიტამინის, D3 ვიტამინისა და E ვიტამინის დეფიციტის პრევენციისა ან მკურნალობისათვის. პრეპარატი ეფექტურია შემდეგი შემთხვევების დროს: სტრესის პრევენცია ან მკურნალობა გამოწვეული ვაქცინაციით, დაავადებებით, ტრანსპორტირებით, მაღალი ტენიანობით, მაღალი ტემპერატურით ან ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებით, იგი ხელს უწყობს საკვების ათვისების პროცესის გაუმჯობესებას.
გამოყენების წესი და დოზირება:
გამოიყენება კანქვეშ ან კუნთში შეყვანისთვის.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხენი ............ 4 მლ.
ხბო და კვიცი ................................................................ 2 მლ.
თხა და ცხვარი ............................................................. 1 მლ.
ღორი ........................................................................... 2-3 მლ.
გოჭი .......................................................................... 0,5-1 მლ.
მოცდის პერიოდი:
0 დღე.
გამოშვების ფორმა:
100 მლ ფლაკონი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C).